დოქტორი სპააკი ოქროსხელება ქირურგია. მას ისე შეუძლია შეუცვალოს ადამიანს გარეგნობა და იერი, რომ შეიძლება დედამ შვილი ვეღარ იცნოს და ცოლმა — ქმარი.
ექიმის გარშემო განვითარებულ იდუმალ მოვლენებს სხვადასხვა პერსონაჟის პერსპექტივიდან ვაკვირდებით და მათთან ერთად ნელ-ნელა ვიგებთ შემზარავ სიმართლეს.
სიმართლე კი კომპანია "სპააკ ენდ სტიქსის" უკან იმალება, რომელსაც მსურველები იმ ქვეყნად უმტკივნეულოდ და მყისიერად, კლიენტის მიერ ერთი მარტივი ბლანკის შევსებისა და შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ მიჰყავს.
ნაწარმოები შემოკლებული სახით პირველად გამოქვეყნდა 1991 წელს ჟურნალ "ნაკადულში", სამ ნაწილად.
ISBN | 9789941840845 |
ფორმატი | თხელყდიანი |
გვერდები | 152 |
წონა | 103გ |
გამოცემის წელი | 2023 |
ყდა | |
რედაქტორი | ანა ყიასაშვილი |
კორექტორი | გიორგი შარაშენიძე |
დამკაბადონებელი | ნიკოლოზ სულაბერიძე |