-

ბესტსელერიფასდაკლება-15%ზაფხულში საკითხავი76.70 ₾Original price was: 76.70 ₾.65.00 ₾Current price is: 65.00 ₾.🔥 ჰაულის ტრილოგია სამ დამოუკიდებელ, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებულ თავგადასავალს აერთიანებს, სადაც მაგია, იუმორი და მოულოდნელობები ყოველ გვერდზე გელოდება.
🪼 მოიმარაგე საზაფხულო საკითხავი – სამივე წიგნი ფანტასტიკურ ფასად.
-

ზაფხულში საკითხავი27.90 ₾🌙 “მთვარის შვილობილები” მოზაიკური რომანია, რომელშიც თხრობა სხვადასხვა პერსონაჟის პერსპექტივას მიჰყვება და ერთი დიდი ისტორია მკითხველის თვალწინ ნაწილ-ნაწილ იწყობა.
უდაბნოს იდუმალ ქალაქში, მოხუც ასან ბასართან გავლილი გამოცდის შემდეგ, ფადი მთვარის შვილობილი ხდება და დანარჩენი შვილობილების ძებნას იწყებს…
-

სიახლეზაფხულში საკითხავი26.90 ₾🏡 შარმეინ ბეიკერისთვის დიდი ბიძია უილიამის პატარა სახლის მოვლა ადვილი უნდა ყოფილიყო. საქმე იმან გაართულა, რომ მისთვის “დიდი ბიძია უილიამი” სხვებისთვის სამეფო კარის ჯადოქარი ნორლანდია. პატარა სახლი კი — დროსა და სივრცეს ამრუდებს, მისი კარი მრავალ გზას ხსნის: საძინებლისკენ, სამზარეულოსკენ, მთისქვეშა ქვაბულებისკენ, სამეფო რეზიდენციისკენ და ხანაც წარსულისკენ…
-

ზაფხულში საკითხავი24.90 ₾🔖 ჰაულის ტრილოგიის მეორე წიგნში მოქმედება ინგარის სამეფოსგან შორს, სამხრეთით მდებარე რაშპუტის სასულთნოში ხდება.
🧞 ხალიჩების ახალგაზრდა ვაჭარი, აბდულა, მოკრძალებულ ცხოვრებას ეწევა და თავის ფარდულში, გასაყიდ ხალიჩებზე გაშოტილი ოცნების კოშკებს აგებს, სანამ უდაბნოს მწირი მფრინავ ხალიჩას არ მიჰყიდის…
-

ზაფხულში საკითხავი26.90 ₾🔥 პირველად ქაოსი მაშინ შეირხა, როდესაც სისხლისფერი სინათლით ამოვსებულ სიშავეში აკეს ყურს ძვლების მსხვრევის ხმა მისწვდა, ყნოსვა კი დამწვარი ხორცის სუნმა დაუხშო.
ქაოსი შეირხა, იმძლავრა, აზვირთდა და ყველასა და ყველაფრის წამლეკავ ძალად დაიწყო ფორმირება, უნებართვოდ გამოპარვა და ზოგჯერ ამ ძალის მფლობელისთვისაც შემზარავი გამოვლინება…
-

ბესტსელერიზაფხულში საკითხავი24.90 ₾🔥 ინგარის სამეფოში, სადაც შვიდმილიანი ჩექმები და უჩინმაჩინის მოსასხამები არავის უკვირს, დიდი უიღბლობაა სამშვილიან ოჯახში უფროსად დაბადება.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ თუკი სამივენი ბედის საძიებლად გაეშურებიან, სწორედ უფროსი იგემებს მარცხს.
სოფი თავიდანვე იყო შეგუებული ბედს და ცხოვრების მშვიდად გატარებას ქუდების სახელოსნოში აპირებდა. თუმცა მოულოდნელად უდაბნოს ალქაჯის წყრომა დაატყდა თავს და ბებრუხანად აქცია…
დრაკონები არა მხოლოდ მითიური არსებები, არამედ წარმოსახვის უშრეტი წყარო არიანო, წერია ანოტაციაში და მგონი ყველაზე კარგი შეჯამებაა ამ კრებულის.
მიუხედავად იმისა, რომ გაცვთა/გაპაპსავდა დრაკონთა სახე ძალიან სწორად და კარგად შერჩეული მოთხრობებია.
არ ვიცი ჯერ კიდევ ჰაულის ემოცია მაქვს თუ რაა, მაგრამ ამ კრებულში ყველაზე მეტად დიანა უინ ჯონსის მოთხრობა მომეწონა.
ჯადოსნური წიგნი ჯადოსნური გამომცემლობისგან 🫶🏻 ჩემი ფავორიტი მოთხრობა, ალბათ, მაინც ლე გუინის არის, თუმცა ყველა მოთხრობა ისეთივე განსხვავებულია, როგორც დრაკონები ამ კრებულში 🐉🫶🏻
-

16.90 ₾💫 კრებულში, “დროთა კავშირი”, 1967-1984 წლებში გამოცემული ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის გამორჩეული ნიმუშებია თავმოყრილი.
აქ წაიკითხავთ ამბებს ხელოვნურ ტვინზე, რომლის გამოთვლებზეც მთლიანი კაცობრიობის ბედია დამოკიდებული; კოსმოსური მისიის სახიფათო თავგადასავალზე, რომელიც თავგანწირვის ისტორიას გვიყვება; უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელ ბოროტმოქმედებზე, რომელთა საქმიანობამ დედამიწელთა კულტურაზე წარუშლელი კვალი დატოვა; ქართველ გმირზე, რომელიც უტოპიურ სამყაროში ამოყოფს თავს; წარსულში მოგზაურობის ამბავზე, რომელიც…
ედიშერ ყიფიანის 'დროთა კავშირი' და შოთა გაგოშიძის 'სასჯელი მცდელობისთვის' მომეწონა განსაკუთრებით. სხვა მოთხრობების ბევრი მოტივი ჩამოჰგავს სამეცნიერო ფანტასტიკის თანამედროვე ფილმებს (ინტერსტელარი, გრავიტაცია, უკან მომავალში და ა.შ.). თურმე რამდენად უსწრებდნენ დროს ქართველი მწერლები <3
გადასარევი პროექტია!
არ ვიცი ამდენი ხნით რატომ გადავდე ამ წიგნის კითხვა, მაგრამ თაროზე თუ გიდევთ და ვერ გადაწყვიტეთ წაიკითხოთ თუ არა - აუცილებლად წაიკითხეთ!!
ერთმანეთზე უკეთესი მოთხრობები და საოცარი ქართული ფანტასტიკა
-

ფასდაკლება-15%ზაფხულში საკითხავიმოთხრობები40.80 ₾Original price was: 40.80 ₾.34.70 ₾Current price is: 34.70 ₾.🔖 მოკლე ფორმა და უსაზღვრო სამყაროები.
ეს ნაკრები აერთიანებს მედუზას ორ კრებულს – ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკურ მოთხრობებსა და სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ავტორის მიერ დაწერილ ამბებს დრაკონებზე. 🔥 ფანტასტიკური შეთავაზება მათთვის, ვისაც ზღაპრული ისტორიების აღმოჩენა უყვარს.
-

ბესტსელერიფასდაკლება-15%ზაფხულში საკითხავი76.70 ₾Original price was: 76.70 ₾.65.00 ₾Current price is: 65.00 ₾.🔥 ჰაულის ტრილოგია სამ დამოუკიდებელ, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებულ თავგადასავალს აერთიანებს, სადაც მაგია, იუმორი და მოულოდნელობები ყოველ გვერდზე გელოდება.
🪼 მოიმარაგე საზაფხულო საკითხავი – სამივე წიგნი ფანტასტიკურ ფასად.
-

ფასდაკლება-17%48.80 ₾Original price was: 48.80 ₾.40.50 ₾Current price is: 40.50 ₾.🛰️ ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის ისტორია ერთი წიგნით არ იწერება.
💫 ეს ნაკრები სამ სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ გამოცემებს აერთიანებს, რომლებიც ერთად ჟანრის განვითარებას, მის იდეებსა და წარმოსახვის მასშტაბს გვაჩვენებს.






