სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკა

Original price was: 67.70 ₾.Current price is: 27.00 ₾.

🪼 სამი კლასიკური სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი ერთ ნაკრებში.

📚 ართურ კლარკისა და ურსულა კ. ლე გუინის გამორჩეული ნაწარმოებები, რომლებიც კოსმოსის, საზოგადოებისა და თავად რეალობის საზღვრებს იკვლევს.

აღწერა

🔖 თუ სამეცნიერო ფანტასტიკაში ყველაზე მეტად იდეები, დიდი კითხვები და უცნობი სამყაროები გიზიდავს, ეს ნაკრები შენთვისაა.

📚 შეთავაზებაში გაერთიანებულია ჟანრის სამი გამორჩეული ნაწარმოები – ართურ კლარკის “შეხვედრა რამასთან”, ურსულა კ. ლე გუინის “წყვდიადის მარცხენა ხელი” და “ზეცის ჩარხი”.

ერთ წიგნში კაცობრიობა იდუმალ ვარსკვლავთშორის ცივილიზაციას ხვდება; მეორეში უცხო პლანეტის კულტურა გვაიძულებს, თავიდან დავფიქრდეთ გენდერზე, ნდობასა და ადამიანურ ურთიერთობებზე; მესამეში კი რეალობის შეცვლის ძალა ეთიკურ დილემად იქცევა – რა უფრო საშიშია: მოქმედება თუ უმოქმედობა?

💫 ეს სამი რომანი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია, თუმცა ყველას ერთი რამ აერთიანებს – ისინი სამეცნიერო ფანტასტიკას მხოლოდ მომავლის ან ტექნოლოგიების ჟანრად კი არა, ადამიანის, საზოგადოებისა და სამყაროს შეცნობის საშუალებად წარმოგვიჩენს.

თუ გსურთ ერთდროულად აღმოაჩინოთ ორი უდიდესი ავტორი და თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის სამი საკულტო ნაწარმოები, ეს ნაკრები საუკეთესო შესაძლებლობაა.

🔥 სამივე წიგნი ერთად – ფანტასტიკურ ფასად.

დამატებითი ინფორმაცია

ფორმატი

თხელყდიანი

გამოცემის წელი

2023, 2024

Goodreads

https://www.goodreads.com/book/show/221060521
https://www.goodreads.com/book/show/148825552
https://www.goodreads.com/book/show/220468083

ISBN

9789941871887, 9789941854590, 9789941871795

მთარგმნელებიქეთი ჩართოლანი, ამირან რამიშვილი, ნიკა სამუშია
სარედაქციო ჯგუფიანა ყიასაშვილი, გიორგი შარაშენიძე
დიზაინერინინა ბიჩინაშვილი
დამკაბადონებელინიკოლოზ სულაბერიძე

სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკა

კალათაში დამატება