უცხოპლანეტელები
8 Products
- 0 ბესტსელერი
- 0 ზაფხულში საკითხავი
- 0 სიახლე
HUSKY Filter
ჟანრი
ავტორები
ტეგები
კოლექცია
-

ფასდაკლება-50%მოთხრობები40.80 ₾Original price was: 40.80 ₾.20.50 ₾Current price is: 20.50 ₾.🔖 მოკლე ფორმა და უსაზღვრო სამყაროები.
ეს ნაკრები აერთიანებს მედუზას ორ კრებულს – ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკურ მოთხრობებსა და სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ავტორის მიერ დაწერილ ამბებს დრაკონებზე. 🔥 ფანტასტიკური შეთავაზება მათთვის, ვისაც ზღაპრული ისტორიების აღმოჩენა უყვარს.
-

ფასდაკლება-44%23.90 ₾Original price was: 23.90 ₾.13.30 ₾Current price is: 13.30 ₾.❄️ გენლი აი გეთენზე ელჩად წარგზავნილი ადამიანია, რომელმაც ამ ყინულოვანი პლანეტის “ეკუმენში”, დიდ გალაქტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანება უნდა უზრუნველყოს. ახალ კულტურასთან კავშირის გაბმას მისი უცხოპლანეტელობა ართულებს — გეთენელებს ფიქსირებული გენდერული იდენტობა არ გააჩნიათ და გარეგან სქესობრივ მახასიათებლებსაც თვის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე დღით იძენენ. გენლი გეთენზე ჩაფრენისთანავე გაეხვევა პოლიტიკოსებისა და მეფეების მიერ გაბმული ინტრიგების სახიფათო ქსელში…
-

ფასდაკლება-44%23.90 ₾Original price was: 23.90 ₾.13.30 ₾Current price is: 13.30 ₾.🪐 2131 წელს მზის სისტემაში უზარმაზარი ობიექტი შემოიჭრა, რომელიც მეცნიერებს თავიდან პლანეტების მკვლელი ასტეროიდი ეგონათ. მცირეხნიანი პანიკის შემდეგ, დაკვირვებამ გასაოცარ საიდუმლოს ახადა ფარდა: ობიექტი, მეტსახელად რამა, ბუნებრივი წარმოშობის სულაც არ იყო, არამედ გიგანტურ მეტალის ცილინდრს წარმოადგენდა, რომელიც უთუოდ მოაზროვნე არსებების მიერ უნდა ყოფილიყო აგებული. მაგრამ ვინ იყვნენ ეს უძველესი ოსტატები? ან რა მიზნით გამოუშვეს რამა მზისკენ?
-

ფასდაკლება-60%48.80 ₾Original price was: 48.80 ₾.19.50 ₾Current price is: 19.50 ₾.🛰️ ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის ისტორია ერთი წიგნით არ იწერება.
💫 ეს ნაკრები სამ სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ გამოცემებს აერთიანებს, რომლებიც ერთად ჟანრის განვითარებას, მის იდეებსა და წარმოსახვის მასშტაბს გვაჩვენებს.
-
ფასდაკლება-44%20.00 ₾Original price was: 20.00 ₾.11.20 ₾Current price is: 11.20 ₾.💫 ალექსანდრე აბაშელის 1930 წლის რომანი, “ქალი სარკეში” პირველი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკაა.
ის გვიყვება მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში თბილისში მცხოვრები მეცნიერისა და გამომგონებელ გურგენ კამარელზე, რომლის მთელი სამყარო იმწამს იცვლება, რა წამსაც მის კაბინეტში უცნაური გარეგნობის კაცი შეაბიჯებს და არანაკლებ უცნაურ წინადადებას შესთავაზებს. ამ ორი კაცის საქმიანი თანამშრომლობა არა მხოლოდ გასაოცარი ტექნოლოგიური გამოგონების შექმნას გამოიღებს ნაყოფად, არამედ პლანეტის ბედსა და მომავალსაც განსაზღვრავს…
-

ფასდაკლება-44%19.90 ₾Original price was: 19.90 ₾.11.20 ₾Current price is: 11.20 ₾.📚 ჯორჯ ორრი საოცარ უნარს ფლობს — მას რეალობის ნებისმიერი ასპექტის შეცვლა თვალის დახამხამებაში შეუძლია.
პრობლემა ისაა, რომ ამას ის საკუთარი სურვილისა თუ კონტროლის გარეშე აკეთებს. და როცა ორრის ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ამ ძალაუფლების საკუთარი ეგოისტური თუ ფილანთროპული მიზნებისთვის გამოყენებას გადაწყვეტს, დედამიწას აქამდე არნახული საფრთხეები დაემუქრება…
-

ფასდაკლება-44%16.90 ₾Original price was: 16.90 ₾.9.50 ₾Current price is: 9.50 ₾.💫 კრებულში, “დროთა კავშირი”, 1967-1984 წლებში გამოცემული ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის გამორჩეული ნიმუშებია თავმოყრილი.
აქ წაიკითხავთ ამბებს ხელოვნურ ტვინზე, რომლის გამოთვლებზეც მთლიანი კაცობრიობის ბედია დამოკიდებული; კოსმოსური მისიის სახიფათო თავგადასავალზე, რომელიც თავგანწირვის ისტორიას გვიყვება; უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელ ბოროტმოქმედებზე, რომელთა საქმიანობამ დედამიწელთა კულტურაზე წარუშლელი კვალი დატოვა; ქართველ გმირზე, რომელიც უტოპიურ სამყაროში ამოყოფს თავს; წარსულში მოგზაურობის ამბავზე, რომელიც…

