💫 ალექსანდრე აბაშელის 1930 წლის რომანი, “ქალი სარკეში” პირველი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკაა.
ის გვიყვება მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში თბილისში მცხოვრები მეცნიერისა და გამომგონებელ გურგენ კამარელზე, რომლის მთელი სამყარო იმწამს იცვლება, რა წამსაც მის კაბინეტში უცნაური გარეგნობის კაცი შეაბიჯებს და არანაკლებ უცნაურ წინადადებას შესთავაზებს. ამ ორი კაცის საქმიანი თანამშრომლობა არა მხოლოდ გასაოცარი ტექნოლოგიური გამოგონების შექმნას გამოიღებს ნაყოფად, არამედ პლანეტის ბედსა და მომავალსაც განსაზღვრავს…









