შესავალი ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკაში

Original price was: 36.90 ₾.Current price is: 27.50 ₾.

🛰️ ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის ისტორია ერთი წიგნით არ იწერება.

💫 ეს ნაკრები ორ ისეთ გამოცემას აერთიანებს, რომლებიც ჟანრის განვითარებას, მის იდეებსა და წარმოსახვის მასშტაბს გვაჩვენებს.

აღწერა

🔖 როგორ წარმოედგინათ მომავალი ქართველ მწერლებს? როგორ იცვლებოდა სამეცნიერო ფანტასტიკა საქართველოში სხვადასხვა ეპოქაში? ამ კითხვებზე პასუხს სწორედ ეს ნაკრები გთავაზობთ.

ნაკრები აერთიანებს ორ მნიშვნელოვან გამოცემას:
✨ XX საუკუნის ქართული ფანტასტიკური მოთხრობების კრებულს “დროთა კავშირი”, რომელშიც 1967-1984 წლებში შექმნილი გამორჩეული მოთხრობებია თავმოყრილი.
✨ მთარგმნელისა და მკვლევარის, ქეთი ჩართოლანის “ქართულ უტოპიას” (გამომცემლობა “სოვლაბი”), რომელიც ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის დაბადებისა და განვითარების ამბავს ჰყება.

კოსმოსური მოგზაურობა, მომავლის ტექნოლოგიები, დრო, ხელოვნური ინტელექტი, პოლიტიკური და სოციალური დილემები – ეს წიგნები გვიჩვენებს, რამდენად მრავალფეროვანი და გაბედული იყო ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა სხვადასხვა პერიოდში. ისინი არა მხოლოდ წარმოსახვით სამყაროებს ქმნიან, არამედ საკუთარი ეპოქის შიშებს, იმედებსა და ოცნებებსაც ინახავენ.

🪼 თუ გსურთ ქართული ფანტასტიკური ლიტერატურა მისი სათავეებიდან გაიცნოთ, ეს ნაკრები საუკეთესო არჩევანია.

🔥 და რაც მთავარია ეს ყველაფერი – ფანტასტიკურ ფასად.

დამატებითი ინფორმაცია

გამომცემლობა

მედუზა, სოვლაბი

ISBN

9789941844881,
9789941886942

ფორმატი

თხელყდიანი

გამოცემის წელი

2022, 2026

Goodreads

https://www.goodreads.com/book/show/61370000
https://www.goodreads.com/book/show/251345664

შესავალი ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკაში

კალათაში დამატება