ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა

Original price was: 48.80 ₾.Current price is: 19.50 ₾.

🛰️ ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის ისტორია ერთი წიგნით არ იწერება.

💫 ეს ნაკრები სამ სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ გამოცემებს აერთიანებს, რომლებიც ერთად ჟანრის განვითარებას, მის იდეებსა და წარმოსახვის მასშტაბს გვაჩვენებს.

აღწერა

🔖 როგორ წარმოედგინათ მომავალი ქართველ მწერლებს? როგორ იცვლებოდა სამეცნიერო ფანტასტიკა საქართველოში სხვადასხვა ეპოქაში? ამ კითხვებზე პასუხს სწორედ ეს ნაკრები გთავაზობთ.

ნაკრები აერთიანებს სამ მნიშვნელოვან გამოცემას: პირველ ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკურ რომანს – ალექსანდრე აბაშელის “ქალი სარკეში”, კრებულს “დროთა კავშირი”, რომელშიც 1967-1984 წლებში შექმნილი გამორჩეული მოთხრობებია თავმოყრილი და ნუგზარ აფხაზავას “იანუსს” – დამაინტრიგებელ რომანს, რომელიც სამეცნიერო პროგრესს, იდუმალ მოვლენებსა და ადამიანის ეთიკურ არჩევანს ერთმანეთთან აკავშირებს.

✨ კოსმოსური მოგზაურობა, მომავლის ტექნოლოგიები, დრო, ხელოვნური ინტელექტი, პოლიტიკური და სოციალური დილემები – ეს წიგნები გვიჩვენებს, რამდენად მრავალფეროვანი და გაბედული იყო ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა სხვადასხვა პერიოდში. ისინი არა მხოლოდ წარმოსახვით სამყაროებს ქმნიან, არამედ საკუთარი ეპოქის შიშებს, იმედებსა და ოცნებებსაც ინახავენ.

🪼 თუ გსურთ ქართული ფანტასტიკური ლიტერატურა მისი სათავეებიდან გაიცნოთ, ეს ნაკრები საუკეთესო არჩევანია.

🔥 და რაც მთავარია ეს ყველაფერი – ფანტასტიკურ ფასად.

დამატებითი ინფორმაცია

ფორმატი

თხელყდიანი

გამოცემის წელი

2022, 2023, 2024

Goodreads

https://www.goodreads.com/book/show/61370000
https://www.goodreads.com/book/show/126057545
https://www.goodreads.com/book/show/213780728

ISBN

9789941844881,
9789941840845,
9789941866074

სარედაქციო ჯგუფიანა ყიასაშვილი, გიორგი შარაშენიძე
დიზაინერინინა ბიჩინაშვილი
დამკაბადონებელინიკოლოზ სულაბერიძე

ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა

კალათაში დამატება