სახელი: მედუზა 🪼

ასაკი: 4 წლის

პროფესია: ფანტასტიკური ლიტერატურის გამომცემლობა

საყვარელი ჟანრები: სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი

სუსტი წერტილი: ლამაზი ყდები

რითი ამაყობ? ჩემი პირველი ქართველი დებიუტანტი ავტორი “საბას” მოკლე სიაში მოხვდა. 

მტრები: სპოილერები

საყვარელი ფერი: იისფერი

რაში ხარჯავ ყველაზე მეტ დროს? იმაზე ფიქრში, კიდევ რომელი წიგნი უნდა გამოვცე.

ვინ ხარ სინამდვილეში? პირველ რიგში, ჟანრული ლიტერატურის მკითხველი. მერე გამომცემელი.

საყვარელი სატრანსპორტო საშუალება: მოსიარულე ციხე-კოშკი. (თუ არ არის, კოსმოსური ხომალდიც გამოდგება.)

საყვარელი შინაური ცხოველი: დრაკონი. მაგრამ კატაც კარგია.

რისი გჯერა? ერთი კარგი წიგნიც საკმარისია იმისთვის, რომ ახალი საყვარელი ჟანრი აღმოაჩინო.

რისი გეშინია? მეორე ნაწილზე გაწყვეტილი ტრილოგიების. ერთ სერიაში სხვადასხვა ზომაზე დაბეჭდილი წიგნების. 

ყველაზე ხშირად სად მოგზაურობ? კოსმოსში, სხვა სამყაროში, დროში…

ყველაზე ხშირად რას ამბობ? “კიდევ ერთი თავი.”

რას არ იტყვი არასდროს? “ფილმი ჯობდა…”

რა გახარებს? წიგნის ბაზრობაზე ჩემს მკითხველთან შეხვედრა.

მისამართი: შენი ფანტასტიკური წიგნების თარო.