🔥 ჰაულის ტრილოგია სამ დამოუკიდებელ, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებულ თავგადასავალს აერთიანებს, სადაც მაგია, იუმორი და მოულოდნელობები ყოველ გვერდზე გელოდება.
🪼 მოიმარაგე საზაფხულო საკითხავი – სამივე წიგნი ფანტასტიკურ ფასად.
Original price was: 76.70 ₾.38.50 ₾Current price is: 38.50 ₾.
🔥 ჰაულის ტრილოგია სამ დამოუკიდებელ, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებულ თავგადასავალს აერთიანებს, სადაც მაგია, იუმორი და მოულოდნელობები ყოველ გვერდზე გელოდება.
🪼 მოიმარაგე საზაფხულო საკითხავი – სამივე წიგნი ფანტასტიკურ ფასად.
🔖 ნაკრები აერთიანებს დაიანა უინ ჯონსის სამივე რომანს – “ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკს”, “ციხე-კოშკს ღრუბლებში” და “მრავალგზიან სახლს”.
👒 პირველ წიგნში სოფი ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკში აღმოჩნდება, სადაც საკუთარი წყევლის მოშორებას ცდილობს;
🧞 მეორე ნაწილში კი ავტორი სრულიად ახალ ქვეყანაში – მფრინავი ხალიჩების, ჯინებისა და იფრითების სამყაროში გვამოგზაურებს, სადაც ძველი ნაცნობებიც მოულოდნელად გამოჩნდებიან.
🏡 ტრილოგიას ასრულებს ისტორია წიგნებისმოყვარულ შარმეინსა და სახლზე, რომლის კარი უამრავ სამყაროსა და ეპოქაში იღება და რომლის ზღურბლზეც ჰაული, სოფი და კალციფერი კიდევ ერთხელ იწვევენ ქაოსს.
☀️ იუმორი, დაუვიწყარი პერსონაჟები, უცნაური ჯადოსნური წესები და თავგადასავლები, რომლებიც ყოველ ჯერზე სრულიად ახალი მიმართულებით ვითარდება – ჩვენი აზრით, სწორედ ეს აქცევს ჰაულის ტრილოგიას ზაფხულში საუკეთესო საკითხავად.
| ISBN | 9789941854606, 9789941875618, 9789941885730 |
|---|---|
| ფორმატი | თხელყდიანი |
| გამოცემის წელი | 2023, 2025, 2026 |
| Goodreads | https://www.goodreads.com/book/show/148834739 |
| მთარგმნელები | ამირან რამიშვილი, ქეთევან ყანჩაშვილი |
|---|---|
| სარედაქციო ჯგუფი | გიორგი შარაშენიძე, ანა ყიასაშვილი |
| დიზაინერები | იზადორა ზეფერინუ, ნინა ბიჩინაშვილი |
| დამკაბადონებელი | ნიკოლოზ სულაბერიძე |

🥐 მონა თოთხმეტი წლისაა და იმ ჯადოქრებს სულაც არ ჰგავს, ქალაქის დაცვა რომ აბარიათ. არც ელჭექის მართვა შეუძლია და არც წყალზე მისნობა. მაგიური ნიჭი მხოლოდ ცომის ამოსაყვანად და თაფლაცუნების ასაცეკვებლად თუ ჰყოფნის, მაგრამ ბედს ნამდვილად არ უჩივის. აი, როცა დეიდას საცხობის იატაკზე გვამს პოულობს…
🔥 პირველად ქაოსი მაშინ შეირხა, როდესაც სისხლისფერი სინათლით ამოვსებულ სიშავეში აკეს ყურს ძვლების მსხვრევის ხმა მისწვდა, ყნოსვა კი დამწვარი ხორცის სუნმა დაუხშო.
ქაოსი შეირხა, იმძლავრა, აზვირთდა და ყველასა და ყველაფრის წამლეკავ ძალად დაიწყო ფორმირება, უნებართვოდ გამოპარვა და ზოგჯერ ამ ძალის მფლობელისთვისაც შემზარავი გამოვლინება…
🌙 “მთვარის შვილობილები” მოზაიკური რომანია, რომელშიც თხრობა სხვადასხვა პერსონაჟის პერსპექტივას მიჰყვება და ერთი დიდი ისტორია მკითხველის თვალწინ ნაწილ-ნაწილ იწყობა.
უდაბნოს იდუმალ ქალაქში, მოხუც ასან ბასართან გავლილი გამოცდის შემდეგ, ფადი მთვარის შვილობილი ხდება და დანარჩენი შვილობილების ძებნას იწყებს…
შესვლა
რეგისტრაცია