მრავალგზიანი სახლი

დაიანა უინ ჯონსი, ამირან რამიშვილი (მთარგმნელი)

Original price was: 26.90 ₾.Current price is: 15.00 ₾.

🏡 შარმეინ ბეიკერისთვის დიდი ბიძია უილიამის პატარა სახლის მოვლა ადვილი უნდა ყოფილიყო. საქმე იმან გაართულა, რომ მისთვის “დიდი ბიძია უილიამი” სხვებისთვის სამეფო კარის ჯადოქარი ნორლანდია. პატარა სახლი კი — დროსა და სივრცეს ამრუდებს, მისი კარი მრავალ გზას ხსნის: საძინებლისკენ, სამზარეულოსკენ, მთისქვეშა ქვაბულებისკენ, სამეფო რეზიდენციისკენ და ხანაც წარსულისკენ…

არტიკული: 9789941885730 კატეგორია: ჭდე: , ,

აღწერა

შარმეინ ბეიკერისთვის დიდი ბიძია უილიამის პატარა სახლის მოვლა ადვილი უნდა ყოფილიყო. საქმე იმან გაართულა, რომ მისთვის “დიდი ბიძია უილიამი” სხვებისთვის სამეფო კარის ჯადოქარი ნორლანდია. პატარა სახლი კი — დროსა და სივრცეს ამრუდებს, მისი კარი მრავალ გზას ხსნის: საძინებლისკენ, სამზარეულოსკენ, მთისქვეშა ქვაბულებისკენ, სამეფო რეზიდენციისკენ და ხანაც წარსულისკენ.

ამ კარის შეღებით შარმეინმა არა მარტო სახლზე აიღო პასუხისმგებლობა, არამედ ერთობ ჯადოსნურ მაწანწალა ძაღლზე, ჯადოქრის გონებაგაფანტულ შეგირდსა და მეფისთვის ფრიად მნიშვნელოვანი დოკუმენტების დასტაზეც.

მისივე წყალობით გადაეყარა თავზარდამცემ ლაბაკს, გააღიზიანა პატარა ლურჯი არსებების მთელი ტომი და განძზე გაჩაღებული ძიების შუაგულშიც ამოყო თავი. მეფე და მისი ასული სასოწარკვეთით ეძებენ ზღაპრულ ელფთაძღვენს და დასახმარებლად გრძნეულ სოფისაც კი უხმობენ. და სადაც სოფია, იქვე ახლოს ხომ ჯადოქარი ჰაული და ცეცხლის დემონი კალციფერიც იქნებიან? რა თქმა უნდა, ასეთი მაგიური ოჯახის მონაწილეობით ქაოსი და მოულოდნელი აღმოჩენები სრულიად გარდაუვალია.

დამატებითი ინფორმაცია

ISBN

9789941885730

ფორმატი

თხელყდიანი

გვერდები

296

წონა

320გ

გამოცემის წელი

2026

Goodreads

https://www.goodreads.com/book/show/250182512

მთარგმნელიამირან რამიშვილი
სარედაქციო ჯგუფიგიორგი შარაშენიძე, ანა ყიასაშვილი
დიზაინერებიიზადორა ზეფერინუ, ნინა ბიჩინაშვილი
დამკაბადონებელინიკოლოზ სულაბერიძე

მრავალგზიანი სახლი

კალათაში დამატება