ამბები დრაკონებზე

Original price was: 23.90 ₾.Current price is: 13.30 ₾.

🔥 კრებული აერთიანებს სხვადასხვა ავტორის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილ მოთხრობებს, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სამყაროში გვამოგზაურებენ, მაგრამ ერთ თემაზე გვიყვებიან — დრაკონებზე.

აღწერა

კრებული აერთიანებს სხვადასხვა ავტორის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილ მოთხრობებს, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სამყაროში გვამოგზაურებენ, მაგრამ ერთ თემაზე გვიყვებიან — დრაკონებზე.

წიგნში თავმოყრილია როგორც კლასიკური ტექსტები, ისე XXI საუკუნის გამორჩეული ავტორების მრავალფეროვანი ინტერპრეტაციები — აქ შეხვდებით სახიფათო ლეგენდებსაც და ზღაპრულ, თბილ, სევდიან და საოცრებით სავსე ამბებსაც.

მოთხრობები გვაცნობენ ბეოვულფისა და ლორდ დანსენის მძვინვარე ურჩხულებს, დაიანა უინ ჯონსისა და კენეთ გრემის ცოტა სასაცილო არსებებს, ელიზაბეთ ბეარისა და სარა მონეტის მშვენიერ და მითიურ ნამარხებს, ფენტეზის უკვე კლასიკოსად ქცეული ლე გუინისა და ტანით ლის მიერ დანახულ მზაკვარ მტერს.

“ამბები დრაკონებზე” გვახსენებს, რომ დრაკონი მხოლოდ მითოლოგიური ქმნილება კი არა, უსაზღვრო ფანტაზიის სიმბოლოა — და ყოველ ახალ მოთხრობაში თავიდან იძენს ფორმასა და მნიშვნელობას.

  • “სახელთა წესები”, ურსულა კ. ლე გუინი, თარგმნა ქეთი ჩართოლანმა
  • “დრაკონის ნაკრძალი, მერვე სახლი”, დაიანა უინ ჯონსი, თარგმნა ქეთევან ყანჩაშვილმა
  • “ზანტი დრაკონი”, კენეთ გრემი, თარგმნა ანტონ სინატაშვილმა
  • “Draco Draco”, ტანით ლი თარგმნა, ნიკა სამუშიამ
  • “ბეოვულფი”, (ნაწყვეტი) თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა
  • “ციხე, ყოვლისგან უტეხელი, საკნოთის გარდა”, ლორდ დანსენი, თარგმნა გიორგი ყაზაიშვილმა
  • “ორმი მშვენიერი”, ელიზაბეთ ბეარი, თარგმნა ქეთი ჩართოლანმა
  • “დრაკო კამპესტრისი”, სარა მონეტი, თარგმნა ქეთი ჩართოლანმა

დამატებითი ინფორმაცია

ზომები 130 × 195 × 15 სმ
ISBN

9789941885723

ფორმატი

თხელყდიანი

გვერდები

224

წონა

204გ

გამოცემის წელი

2026

Goodreads

https://www.goodreads.com/book/show/249895217

მთარგმნელებიქეთევან ყანჩაშვილი, ქეთი ჩართოლანი, ნიკა სამუშია, ანტონ სინატაშვილი, პაატა და როსტომ ჩხეიძეები, გიორგი ყაზაიშვილი
სარედაქციო ჯგუფიანა ყიასაშვილი, გიორგი შარაშენიძე, მარიამ კვიციანი
დიზაინერებინინა ბიჩინაშვილი, რატი ციკოლია
დამკაბადონებელინიკოლოზ სულაბერიძე

ამბები დრაკონებზე

კალათაში დამატება