ალექსანდრე აბაშელის 1930 წლის რომანი, “ქალი სარკეში” პირველი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკაა. ის გვიყვება მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში თბილისში მცხოვრები მეცნიერისა და გამომგონებელ გურგენ კამარელზე, რომლის მთელი სამყარო იმწამს იცვლება, რა წამსაც მის კაბინეტში უცნაური გარეგნობის კაცი შეაბიჯებს და არანაკლებ უცნაურ წინადადებას შესთავაზებს. ამ ორი კაცის საქმიანი თანამშრომლობა არა მხოლოდ გასაოცარი ტექნოლოგიური გამოგონების შექმნას გამოიღებს ნაყოფად, არამედ პლანეტის ბედსა და მომავალსაც განსაზღვრავს.
ნაწარმოებში ისეთი სამეცნიერო ფანტასტიკური ელემენტები, როგორიცაა ახალი ტიპის ენერგიის გამოგონება და პლანეტათაშორისი კოსმოსური მოგზაურობა, ტექსტის დაწერის თანადროულ გეოპოლიტიკურ კონტექსტთან მრავალმნიშვნელოვნადაა დაკავშირებული. ტექნოლოგიური სიახლეების პროგნოზირებისა და პოლიტიკური ინტრიგის მიღმა კი “ქალი სარკეში” სასიყვარულო რომანიცაა, რაც ნაწარმოებს დამატებით ემოციურ შრეს სძენს.
ISBN | 9789941866074 |
ფორმატი | სქელყდიანი |
გვერდები | 260 |
წონა | 350გ |
გამოცემის წელი | 2024 |
ყდა | |
რედაქტორი | გიორგი შარაშენიძე |
კორექტორი | გიორგი შარაშენიძე |
დამკაბადონებელი | ნიკოლოზ სულაბერიძე |