ზეცის ჩარხი

მთარგმნელი: ქეთი ჩართოლანი
ზეცის ჩარხი

ჯორჯ ორრი საოცარ უნარს ფლობს — მას რეალობის ნებისმიერი ასპექტის შეცვლა თვალის დახამხამებაში შეუძლია. პრობლემა ისაა, რომ ამას ის საკუთარი სურვილისა თუ კონტროლის გარეშე აკეთებს. და როცა ორრის ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ამ ძალაუფლების საკუთარი ეგოისტური თუ ფილანთროპული მიზნებისთვის გამოყენებას გადაწყვეტს, დედამიწას აქამდე არნახული საფრთხეები დაემუქრება.

რომანის გმირები მუდმივად ცვალებად სამყაროში თავიანთი როლისა და ცხოვრების მიზნის გარკვევას ცდილობენ. ამის ფონზე კი მთავარი ეთიკური დილემა, რომელსაც ნაწარმოები იკვლევს, შემდეგია: უსაზღვრო და უკონტროლო ძალის ფლობის შემთხვევაში, უმოქმედობა უფრო დიდი დანაშაულია თუ — მოქმედება?

ლოკუსის პრემიის მფლობელი, 1971 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი, “ზეცის ჩარხი”, საოცრად ნაცნობ მომავალს წარმოიდგენს. ესაა სამყარო, რომელშიც დაბინძურებული ჰაერი, დაუსრულებელი ომები და პანდემიები ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილადაა ქცეული და შესაძლო კეთილი დასასრული სულ უფრო მეტად ემსგავსება კომპრომისს.

ISBN9789941854590
ფორმატითხელყდიანი
გვერდები272
წონა260
გამოცემის წელი2023
ყდა
რედაქტორიანა ყიასაშვილი
კორექტორიგიორგი შარაშენიძე
დამკაბადონებელინიკოლოზ სულაბერიძე