ნატო დავითაშვილი ფენტეზის ჟანრში მოღვაწეობს. მისი რომანი, “ამბავი ლილე იროელისა”, ჯორჯი ვაშატელის ფსევდონიმით 2007 წელს გამოიცა, თუმცა მალევე ნამდვილი სახელითაც დაიბეჭდა. შემდეგ წიგნებთან ერთად იროელთა ქრონიკებმა, მათში ჩაქსოვილი ქართული მითოლოგიით, გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა ფენტეზის ჟანრში.
იროელთა ქრონიკების გარდა, ავტორს გამოცემული აქვს ცალკემდგომი ნაწარმოებებიც როგორც ფენტეზის, ისე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. მკითხველთა ნაწილმა კი ის, შესაძლოა, გაიცნო საბავშვო მოთხრობით “პატარა დინოზავრი დინდინელა”.


